კულება: სწრაფად დაგვეხმარეთ იარაღით

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა – დმიტრო კულებამ, კიდევ ერთხელ მიმართა დასავლურ საზოგადოებას, რათა უკრაინას დაეხმარონ მეტი იარაღით.

“ნაადრევია დავასკვნათ, რომ უკრაინას უკვე აქვს ყველა საჭირო იარაღი. რუსეთის შეტევა დონბასში არის დაუნდობელი, ყველაზე დიდი ევროპის მიწაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მე მოვუწოდებ პარტნიორებს დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, განსაკუთრებით MLRS, შორ მანძილზე არტილერია, APC.”