„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რათა დავიცვათ უკრაინელების უფლებები. ერთადერთი რასაც ჩვენ არ გავაკეთებთ – ხელს არ შევუწყობთ იმას, რომ ისინი სამუდამოდ დარჩნენ საზღვარგარეთ. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელები სახლში დაბრუნდნენ“,- განაცხადა კულებამ.
მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ქვეყანას, რომელიც ახლა უკრაინელებს ეხმარება.
„მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანი – ყველას სახლში დაბრუნებაა, განსაკუთრებით ბავშვების“,- განაცხადა კულებამ.
მისი ინფორმაციით, ამჟამად საზღვრებს გარეთ თითქმის 2 მილიონი უკრაინელი ბავშვი იმყოფება.