ლატვიის პრეზიდენტმა სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

სრულად უზრუნველყავით მიხეილ სააკაშვილის უფლებები – ასე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას ლატვიის პრეზიდენტი. ეგილს ლევიტსი განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს.

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის აუცილებელი სამედიცინო დახმარება, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მისწრაფებების შესაბამისად”, – წერს ეგილს ლევიტსი.