ლეგენდარული “ქართული ლეგიონი”!

მთელი მსოფლიო და სამყაროში ყველაზე ცნობილი საინფორმაციო საშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას – “ქართული ლეგიონის” შესახებ, რომელიც უკრაინაში იბრძვის და ძალიან დიდ როლს ასრულებს ომში წინსვლასა, თუ წარმატებაში. საამაყო ფაქტია, რადგან “ქართული ლეგიონი” მთელმა მსოფლიომ გაიცნო და მათი რიგები შევსებულია, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სამხედრო პირებისგან, რომლებსაც არაერთ სამშვიდობო მისიაში მიუღიათ მონაწილეობა. მათი მომზადების დონე აღემატება ბევრი ცნობილი რაზმის დონეს.

მათ ჰყავთ სამი სხვადასხვა ქვედანაყოფი, პირველი ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმი, მეორე მექანიზირებული ბატალიონი და მესამე ინსტრუქტორთა ცალკეული ქვედანაყოფი.

“ქართული ლეგიონი” –  არის გასამხედროებული რაზმი, რომელიც შედგება ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძვიან რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. ლეგიონს სარდლობს მამუკა მამულაშვილი და მოადგილე ლევან ფიფია გახლავთ. თავდაპირველად ლეგიონი შედგებოდა 100 მოხალისისაგან, ახლა კი მათი რიცხვი გაზრდილია.

2016 წლის თებერვალში ქართული ლეგიონი ოფიციალურად შეუერთდა 25-ე მექანიზებულ ქვეითთა ბატალიონს.

ლეგიონი აქტიურად იბრძვის რუსეთის უკრაინაში შეჭრისას კიევისათვის და კიევის ბრძოლებში.

უკრაინაში მათი სახელი ქუხს და ოკუპანტებს შიშის ზარს სცემს!