ლევან ფიფია: პირადი შემადგენლობა არის უვნებელი

რუსეთის ფედერაცია ავრცელებს უამრავ ე.წ ფეიკ ნიუსს, რაც მათი პროპაგანდის მთავარი შემადგენელი ნაწილია. მათ განაცხადეს, რომ ქართული ლეგიონის 14 წევრი განადგურებულია, რაც ცხადია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ყველაფერზე პასუხი მათ ლევან ფიფიამ გასცა.

“მოგეხსენებათ რომ რუსული სპეცსამსახურები ავრცელებენ ინფორმაციას ქართული ლეგიონიდან 14 სამხედრო მოსამსახურის განადგურების შესახებ მინდა ავღნიშნო რომ მთელი პირადი შემადგენლობა არის უვნებლად მინდა ვუთხრა ქართულ ლეგიონში მოსამსახურე სამხედროთა ოჯახებს რომ არ ინერვიულონ ყველაფერი კარგადაა.” – წერს ის თავის განცხადებაში.