ლევან ხაბეიშვილი: ხალხს მიუსიეს რამდენიმე ასეული პოლიციელი…

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განცხადება გაავრცელა გუშინ დევნილების დასახლებაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

“ადამიანის სიცოცხლე განადგურდა იმის გამო, რომ პასუხისმგებელი პირები არ კადრულობენ და არც კი ესაუბრებიან ადამიანებს,რომლებსაც ლეგიტიმური მოთხოვნა აქვთ.

ნორმალურ ქვეყანაში პასუხისმგებელ პირებზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა” – ვკითხულობთ მის განცხადებაში.