“ლელო ” და “დროა” კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან

ლელო საქართველოსთვის“ და „დროას“ ლიდერები 21 იანვარს, 14:00 საათზე, კულტურის სამინისტროსთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ, – ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კულტურის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.