ოპოზიციური პარტია- ” ლელო” ღიად აცხადებს,რომ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და მის საქმიანობაში ჩაერთვება.
პარტიის ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით : საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, მათ შორის ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნას. ახლა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში გააქტიურება იძლევა საშუალებას, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საჭირო რაოდენობის მხარდამჭერები, რათა საგამოძიებო კომისიებმა მუშაობა დაიწყონ. არის რამდენიმე ინიციატივა – მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია და 5 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია. ასე რომ, რამდენიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაა და მიგვაჩნია, რომ პარლამენტში ეს ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რათა დადგინდეს სინამდვილე და ამავდროულად გამოიკვეთონ ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, დანაშაული მიუძღოდეთ”.