ლომჯარია: დეპუტატებმა წაიკითხონ სახალხო დამცველის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა – ნინო ლომჯარიამ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ღიად გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობა და მათი წევრი ირაკლი ზარქუა.

“საქართველს დეპუტატებს, საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს, კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებები მოისმინონ და გაითვალისწინონ. მათ პირად შეხედულებებზე არ არის დამოკიდებული, თუ როგორ მოექცევიან სახალხო დამცველის დასკვნებს, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური მოწყობა და თუ დემოკრატიულ სახელწმიფოში ვცხოვრობთ, მათ ასეთი კომენტარები არ უნდა აკეთონ. პირველ რიგში, პარლამენტი და პარლამენტის წევრები არიან ვალდებულები, რომ ამ საკითხზე სერიოზულად იმსჯელონ. ამ დეპუტატებს მოვუწოდებ, პირველ რიგში, სახალხო დამცევლის დასკვნას გაეცნონ. არ არის ძალიან ვრცელი, დაახლოებით 10-11 გვერდია და თუ აქვთ რაიმე შეკითხვა, თუნდაც ჩვენი მოსაზრების დასაბუთებასთან დაკავშირებით, მზად ვარ, მივიდე მათთან და ამ საკითხზე ვისაუბრო“, – განაცხადა ლომჯარიამ.