ლოპატა: ეს პოლიტიკური დევნაა

ლიეტუვის სეიმის, ლიბერალური მოძრაობის წევრმა – რაიმუნდას ლოპატამ, ნიკა გვარამიას დაკავების შემდგომ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.

“ძალიან შემაშფოთებელია და ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, რადგან სამართალთან კავშირი არ აქვს” – განაცხადა ლოპატამ.

ეს განცხადება დასავლეთიდან წამოსული პირველი გზავნილია, როგორც ვარაუდობენ ძალიან მძიმე და კრიტიკული წერილები გავრცელდება უახლოეს საათებში.