ლუკაშენკო: მზად ვარ ომში ჩავერთო, თუ ეს მოხდება

ბელარუსის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ომში ჩაერთოს რუსეთის მხარეს, თუმცა მხოლოდ ერთ შემთხვევაში – თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება:

„მე მზად ვარ რუსებთან ერთად ვიბრძოლო ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე – თუნდაც ერთი ჯარისკაცი – მოვა ჩვენს ტერიტორიაზე იარაღით ჩემი ხალხის მოსაკლავად, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი იქნება. ომი კი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გაფრთხილება ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა მეზობელ ქვეყნებსაც.