ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან იმანგალი ტასმაგამბეტოვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კუხო-ს მალე მოუწევს გადაწყვიტოს დაიკავოს გარკვეული პოზიცია უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და თან ფაქტიურად ეს უნდა მოხდეს “ხვალ ან ზეგ”. ლუკაშენკოს თქმით კუხო არ აპირებს ჩუმად დაჯდეს და ისე დააკვირდეს როგორ განვითარდება მოვლენები.
ლუკაშენკოს ამ განცხადებით ნათელია, რომ რუსეთი ძლიერ ზეწოლას ახორციელებს როგორც ბელარუსზე ისე კუხო-ს სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებზე, რათა ჩაითრიოს უკრაინის წინააღმდეგ ომში,
თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ბელარუსზე აქვს რუსეთს ხელშესახები ბერკეტები, რათა აიძულოს უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ან შეზღუდული სამხედრო აგრესია.
სავარაუდოდ, სწორედ ლუკაშენკოს ამ განცხადების გამო მოუწოდეს რიგმა დასავლურმა სახელმწიფოებმა, თავის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია.
ერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია ის არის, რომ რუსეთს ამ ეტაპზე არ გააჩნია ბელარუსში უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში ეფექტური დარტყმის განმახორციელებელი სამხედრო დაჯგუფება, როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხობრივად,
რაც შეეხება არც თუ ისე მძლავრ და მეტად მცირერიცხოვან ბელარუის არმიას – მათ არ აქვთ მოტივაცია, მათ არ აქვთ გამოცდილება, მათ არ აქვთ სურვილი, რომ ჩაერთონ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში,
თავის მხრივ, უკრაინა ჯერადობით მეტად მზადაა ჩრდილოეთ რეგიონებიდან ახალი თავდასხმისთვის,
დანაღმულია ხიდები, გზები, გავლებულია რამდენინე შრიანი ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და ტრანშეები,
ამავდროულად გაზრდილია, შორი დისტანციიდან ზუსტი ზემოქმედების და ადრეული გაფრთხილების შესაძლებლობა,
- ახლა უკრაინის ჩრდილოეთში შესატევად არახელსაყრელო კლიმატური პირობებია, უკვე დაიწყო თოვლის დნობა, გრუნტი ატალახდა და გარკვეულ ზონებში შეინიშნება ზედაპირზე წლის დონის მატება,
მოკლედ, შარანდელთან შედარებით, როდესაც 40 000-იანი რუსული სამხედრო დაჯგუფებით უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებში შეტევა კრახით დასრულდა, დღეს რუსულ-ბელარუსული ძალების მზაობა, უკრაინელთა სასარგებლოდ მკვეთრად განსხვავებულია, რაც კვლავინდებურად არასაკმარისი ძალებით შეტევის პირობებში კიდევ უფრო დიდი კრახით დაასრულებს რუსეთის გეგმებს,
ამავდროულად კი, შეტევის დაწყების პირობებში, უკრაინა აუცილებლად დაარტყამს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსულ-ბელარუსული გაერთიანებული ჯარების დისლოკაციის წერტილებს და ბელარუსის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას – ინფორმაციას ავრცელებს World Military.