ამერიკელი პროფესორი და პოლიტიკის დოქტორი, მაიკლ მაკფაული საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით გამოეხმაურა უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს და ყველაფერი ვლადიმერ პუტინს დააბრალა. იგი აცხადებს, რომ თუ სამხედრო მოქმედებები დაიწყება ეს იქნება ძალიან მძიმე პუტინისთვის და მთელი რუსეთის, ამასთავანავე ვერავინ დაადანაშაულებს ჯოსეფ ბაიდენს, რადგან ის მოწოდების სიმაღლეზეა და ყველაფერს აკეთებს კონფლიქტის მოსაგვარებლად.
მაიკლ მაკფაული ძალიან გავლენიანი პოლიტიკოსია და იგი ბაიდენის პარტიის მოწინააღმდეგე იყო,თუმცა ახლა მის საგარეო პოლიტიკას დადებითად აფასებს.