მაიკლ მაკფაული: უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები უნდა გახდნენ

ამერიკელმა პოლიტიკის დოქტორმა და ექსპერტმა მაიკლ მაკფაულმა განცხადება გაავრცელა, სადაც უშუალოდ დაადანაშაულა ვლადიმერ პუტინი ყირიმის ანექსაციაში და მისი ყველა დამპყრობლური პოლიტიკის მაგალითებზე ისაუბრა. მან ასევე გამოჰყრო უკრაინასთან ერთად საქართველოში განხორციელებული ექსპანსიის მაგალითები და ევროპელებიც გარკვეული დოზით გააკრიტიკა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ის თვლის რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ტერიტორიების დაკავება და ოკუპაციაა.

მაკფაულმა საკუთარ განცხადებაში ნატოზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ჩრდილოეთ ატლანტიკურმა ალიანსმა საქართველო და უკრაინა მიიღოს წევრ სახელმწიფოებად, ეს მათ უფრო სიცოცხლისუნარიან სახელმწიფოდ დააყენებს.