მაიკლ მაკფოლი: ყველა უკრაინას რაღაცას ურჩევს

ამერიკელი პოლიტიკოსი და ყოფილი ჩინოვნიკი – მაიკლ მაკფოლი, უკრაინის ომთან დაკავშირებით ყოველთვის გამოირჩევა ძალიან კრიტიკული წერილებით, რაც ცხადჰყოფს იმას, რომ მაკფოლი უკმაყოფილოა მთელი რიგი სახელმწიფოებისა იმის გამო, რომ ისინი უკრაინას სათანადოდ არ ეხმარებიან.

6 მაისს, მან საკუთარი ტვიტერის საშუალებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ზოგიერთი სახელმწიფოს უსუსურობაზე ისაუბრა.

“ვკითხულობ უამრავ რეკომენდაციას, რა უნდა გააკეთოს ზელენსკიმ, რომ დაასრულოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ვკითხულობ ძალიან ცოტა რეკომენდაციას,
რა უნდა გააკეთოს პუტინმა, რომ დაასრულოს მისი შეჭრა უკრაინაში.”- ვკითხულობთ მის განცხადებაში.