მამუკა მდინარაძის განცხადება

ოპოზიციონერი კოლეგები ამბობენ სიტყვას “სიფრთხილე” – პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლა სიფრთხილე არ არის, ეს არის სწორი და პრაგმატული დამოკიდებულება, – აღნიშნული განცხადება უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძია პროექტის საბოლოო ვარიანტზე ოპოზიციასთან შეთანხმების იმედი აქვს.

დეპუტატის თქმით, ტექსტი პრინციპების დონეზე შეთანხნებულია, თუმცა არის გარკვეული დეტალები, რაზეც არსებობს შენიშვნები.

“საიმისოდ მიზეზი არ დარჩება, რომ საერთო პოზიციის შეჯერება ვერ შევძლოთ. თუკი ჩვენი კოლეგები და ოპონენტები წამოვლენ იმაზე, რომ რეზოლუციის ტექსტი დაცლილი იყოს პოპულიზმისგან და პროვოკაციული რიტორიკისგან, ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მარტივია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობარ ქვეყანას. ვგმობთ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ განხორციელებულ ნებისმიერ აგრესიას. ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს და არავის შეუძლია მიუთითოს რომელიმე ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ასეთ ზოგად პრინციპებზე ჩვენ დღეს შევთანხმდით”, – განაცხადა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.