პოლიტიკური პარტია “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ, ტელეკომპანია-“იმედის” მიერ გაშვებული ანონსის საპასუხოდ, გადაწყვიტა უშუალოდ მისულიყო ტელევიზიის ტერიტორიაზე და მზაობა განაცხადა ინტერვიუს ჩამორთმევაზე.
ამის საპასუხოდ ტელეკომპანია “იმედმა” მას არ შესთავაზა პირდაპირი ეთერის დათმობა.
მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძემ საკუთარი “ფეისბუკ” გვერდის საშუალებით განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მზაობას- ყველა კითხვას გასცეს პასუხი, პირდაპირ ეთერში.