მამულაშვილი: რუსეთი ამ დოზით არ უნდა არსებობდეს

“ქართული ლეგიონის” მეთაურთან – მამუკა მამულაშვილმა, ჩეხურმა ცნობილმა გამოცემამ ინტერვიუ ჩაწერა და Correspondent – გთავაზობთ ექსკლუზიურ თარგმანს.

“რუსეთი არ უნდა არსებობდეს იმ ზომით, რაც ამჟამად აქვს, რადგან მან არ იცის როგორ ითანამშრომლოს ცივილიზებულ სამყაროსთან, ამბობს ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი Seznam Zpravy-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მამუკა, აფხაზეთის ომში იბრძოდა რუსების წინააღმდეგ; 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტი, როდესაც ქართველები ერთ მხარეს და აფხაზი სეპარატისტები, რომლებსაც რუსეთი მხარს უჭერდა და ჩრდილოეთ კავკასიიდან ბოევიკები, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მაშინ მამუკა მამულაშვილი 14 წლის იყო, ავტომატი ხელში ჩაუგდო მამამ, ქართველმა გენერალმა.

მან გადაიტანა ბრძოლები, სამთვიანი რუსული ტყვეობა, სავსე წამებით, ის გადარჩა. ის გამაგრდა.

როგორც მოხალისე იბრძოდა რუსების წინააღმდეგ ჩეჩნეთის პირველ ომში (1994-1996 წწ.). მისი დასრულების შემდეგ დაამთავრა სწავლა, სხვა საკითხებთან ერთად, იგი გახდა საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნების ასოციაციის MMA პრეზიდენტი.

შემდეგ კი მოვიდა კიდევ ერთი ომი რუსეთთან, ხუთდღიანი შემოჭრა (2008), რომლის დროსაც მოსკოვმა „სამშვიდობო ოპერაცია“ პირდაპირ საქართველოში ჩაატარა. მამულაშვილი ამ კონფლიქტშიც იბრძოდა. ერთ დროს მან მიაღწია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამხედრო მრჩევლის პოზიციას.

შემდეგ რუსებმა დონბასში უკრაინაზე შეტევა დაიწყეს. 2014 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინას ყირიმი გამოართვა, მამუკა მამულაშვილმა მეოთხე ომი წამოიწყო რუსების წინააღმდეგ. “მოვედი, რათა დავეხმარო ცივილიზებული ხალხის დაცვას ბარბაროსებისგან”, – ციტირებს უკრაინულმა ვებგვერდმა Segodnya იმდროინდელ სტატიაში.

მან ინტერვიუ სეზნამ ზპრავამს მისცა მას შემდეგ, რაც რეპორტიორებმა რეი ბეზელიმ და რომან ჰაველკამ სამი დღე გაატარეს უკრაინაში და მამულაშვილის მიერ დაფუძნებული “ქართული ლეგიონის” ერთ-ერთ ელიტარულ ქვედანაყოფთან გადაღებებზე.