მარიუპოლში ვითარება იძაბება

სამხედრო-ანალიტიკურმა სააგენტომ – World Military, გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მარიუპოლში ვითარება იძაბება და თითქმის რკალში ჰყავთ რუს ოკუპანტებს ეს ქალაქი.

“რაც შეეხება უკრაინის სამხრეთში არსებულ სიტუაციას, კერძოდ ყირიმიდან მარცხნივ და მარჯვნივ განვითარებულ შეტევებს.

დავიწყოთ, ყირიმიდან მარცენა მიმართულებით, სადაც რუსებმა ხერსონის დაკავების შემდეგ სვლა განაგრძეს ნიკოლაევისკენ, თუმცა უშედეგოდ, მათ მიაღწიეს ქალაქის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მისადგომებს, თუმცა აქამდე არსებული ცენტრისკენ გადაადგილების 2-ვე მცდელობა რუსებისთვის კრახით დასრულდა, ჯერ იყოდა მსუბუქი მედესანტეები გაანადგურა ნიკოლაევის თავდაცვამ, შემდეგ კი მძიმე მედესანტეები, თავისი ქსმ-ებით დაადუღა ქალაქის სამხრეთში.

ახლა, რუსები ცდილობენ მექანიზირებული და ჯავსანსატანკო ნაწილების მობილიზებას ქალაქის სამხრეთში და ჩრდილო-აღმოსავლეთში, რათა კიდევ უფრო მძლავრი შეტევა განახორციელონ ნიკოლაევზე.

პარალელურად, ჩრდილოეთიდან გვერდი აუარეს ქალაქს და ნელი ტემპით გადაადგილებიან უკრაინის სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით. არსებობს 2 ვარაუდი, ან გაჭრიან გზას მოლდოვამდე, რისთვისაც ამ ეტაპზე არც დრო აქვთ და არც იქ მობილიზებული რესურსი, ანდა ძალების დაგროვების შემდეგ ნიკოლაევს დასავლეთიდან მოუვლიან და ბლოკადაში მოაქცევენ, შემდეგ კი გააგრძელებენ სვლას ოდესისკენ.

რაც შეეხება ყირიმიდან დაწყებული შეტევის მაჯვენა მიმართულებას, რომელსაც დაემატა აზოვის ზღვიდან დესანტის გადმოსხმაც, მათ როგორც იცით დაიკავეს მელიტოპოლი და ბერდიანსკი, პარალელურად სვლა განაგრძეს მელიტოპოლის ჩრდილოეთით ენერგოდარისკენ, მისი დდაკავების შემდეგ კი დაიძრნენ ზაპოროჟიეს მიმართულებით. ამავდროულად მელიტოპოლის აღმოსავლეთით სვლა განაგრძეს დონბასისაკენ.
მეორე ჯგუფმა კი, ბერდიანსკიდან მიადგა მარიუპოლის საზღვრებს, რასაც დაემატა ე.წ. დონეცკის არმიის მიერ მარიუპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით წინსვლა, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა მარიუპოლის ბლოკადა. ქალაქში არის ჰუმანიტარული კრიზისი, ვერ ხორციელდება ევაკუაცია, პარალელურად კი ინტენსიურად იბომბება მარიუპოლის ყველა კუთხე, განსაკუთებით სამოქალაქო დასახლებები, რის გამოც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 1100 ადამიანს გადაცდა.

მარიუპოლზე მიდის სამხრივი სახმელეთი შეტევაც, თუმცა ჯერჯერობით რუსებს საგრძნობი წინსვლა არ აქვთ, შეტაკებები გრძელდება გარეუბნების საზღვრებთან.”