მდგომარეობა დონბასში კრიტიკულად მძიმეა

სამხედრო-ანალიტიკურმა ცენტრმა, World Military-გაავრცელა ინფორმაცია ოკუპირებულ დონბასში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

“საუბარი გვაქვს, დონბასში გაერთიანებული ოპერაციების ძალების არეალში და ქალაქ ხარკოვსა და სუმაში არსებული ვითარებით.

დავიწყოთ დონბასით, სადაც ბრძოლების დაწყების პირველივე დღეებში ლუგანსკის ჩრდილოეთიდან რუსებმა მოახერხეს წინ წაწევა და მიადგენენ სევეროდონეცკს, პარალელურად, ხარკოვის რეგიონის სამხრეთიდან განვითარებული შეტევით რუსები მიადგნენ იზიუმს, სადაც ახლა ინტენსირუი შეტაკებები მიმდინარეობს. რუსები ცდილობენ ე.წ. ქვაბში მოაქციონ ლუგანსკის ფრონტის ხაზზე განთავსებული უკრიანული ძალები. მეორეს მხრივ კი, გააგრძელონ სვლა და შეუერთდნენ ზაპოროჟიეს რეგიონიდან განვითარებულ შეტევით ძალებს. საერთო ჯმაში რუსები დონბასში გეგმავენ გაერთიანებული ოპერაციების ძალების, ანუ დონბასის უკრაინული ძალების ორივე ოპერატიული მიმართულების ბლოკადას და ე.წ. ქვაბში მოქცევას.

ხოლო, როგორც წინა პოსტში დავწერე ე.წ. დონეცკის არმიის ნაწილემა შეტევა დაიწყო დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით წინ წაიწია და ახლა მონაწილეობას იღებს მარიუპოლის ბლოკადა-აღების მოქმედებეში, პარალელურად კი მძიმე ბრძოლები მიდის ვოლნოვახაში, ადგილზე უკრაინელი სამხედრეოვი აკონტროლებენ ვოლნოვახას 40%-ს მ, ადმინისტრაციულ ცენტრს 60%-ით აკონტროლებენ რუსი და სეპარატისტი სამხედროები.

ახლა რაც შეეხება, ქალაქ ხარკოვს, ხარკოვის სრული ბლოკადა რუსებმა ვერ შეძლეს, თუმხა ხარკოვის ირგვლივ უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელია, მეტიც უკრაინელემა სამხედროება, ხარკოვის ჩრდილო-დასავლეთით ლოკალური კონტრშეტევა განახორციელს და დაიბრუნეს კონტროლი ჩუგუევზე. თავად ქალაქი და მისი შემოგარენი ინტენსიურად იბომბება რუსული არტილერიის მიერ. ქალაქში რუსული ძალები არ და ვერ იმყოფებიან.

რაც შეეხება სუმას, მისი ბლოკადა თითქმის დაწყებულია, თუმცა რუსები ვერ ახერხებენ ქალაქის აღებას. პარალელურად, სუმის გვერდის ავლით, რუსები გადაადგილდნენ კიევის მიმართულებით და შორსმიმაავლ პერსპექტივაში პოლტავას მიმართულებით. თავად ქალაქი სუმა, ხარკოვის მსგავსად იმბობება რუსული არტილერიის მიერ.”