მიუნხენში მშვიდობის კონფერენცია ჩატარდება, სადაც დასავლელი ლიდერები შეიკრიბებიან

დღეს გამთეენისას დაანონსდა, რომ მიუნხენი უმასპინძლებს კონფერენციას, სადაც ევროპელი ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან უკრაინის საკითხის განსახილველად.ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამ კონფერენციას ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაესწრება,ამასთანავე “NATO”- გენ.მდივანი იენს სტოლტენბერგი და ვოლოდიმერ ზელენსკი მიიღებენ მონაწილეობას.

ეს კონფერენცია კიდევ ერთი ხაზგასმაა რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ევროპა და დასავლეთი ბოლომდე დაუდგებენ გვერდში უკრაინის და მის სუვერენიტეტს. ამ კონფერენციაზე რუსეთიც იყო მიწვეული,მაგრამ ამ მასკარადში,როგორც თავად უწოდეს მონაწილეობას არ მიიღებენ. სპიკერმა ზახაროვამ განაცხადა მტკიცე უარი მონაწილეობაზე.