მიშელი: ჯერ შესასრულებელია პრიორიტეტები

შარლ მიშელმა – 23 ივნისს, საკუთარი “ტვიტერის” საშუალებით ყველას გვამცნო, რომ მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს, ხოლო საქართველოს შესასრულებელი აქვს მთელი რიგი კრიტერიუმებისა და ამის შემდეგ ისინი იფიქრებენ საქართველოს მომავალზე.

“ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 

ვულოცავ ქართველ ხალხს.

ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში:   საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ” – წერს მიშელი.