მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჰიმნი შეასრულა სასამართლო პროცესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე უკრაინის ჰიმნი შეასრულა და უკრაინის სახელმწიფო დროშა გაშალა.

მან განაცხადა,რომ მთავრობის უსუსური პოლიტიკის გამო სახელმწიფო ინტერესები და ავტორიტეტი შეილახა,ამიტომაც ყველამ ღიად უნდა დააფიქსიროს უკრაინის მხარდაჭერა, სწორედ ამას ემსახურებოდა მიშა სააკაშვილის ეს პოლიტიკური ჟესტი.