მოახერხებს უკრაინა სრულ დეოკუპაციას?

სიმბოლურად წოდებულ “მეორე არმიას” მსოფლიოში, დიდი გამოწვევა და ავტორიტეტის დაბრუნების სურვილი გააჩნია, რომელიც ამ გადმოსახედიდან სასაცილოდ ჩანს და ჟღერს. რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სუსტი სამხედრო რესურსები და გენერლების გაურკვეველი სტრატეგიები, რომლებსაც მათი დამარცხებისკენ მივყავართ.

როგორც მოგეხსენებათ, მათი პირველადი გეგმა, რომელიც კიევის აღება იყო, ომის დაწყებიდან 3 დღეში, უკვე ისეთი წარმოუდგენელი ჩანს, როგორც მათი წარმატება ამ ქვეყანაში. კიევის აღება ზედმეტია, როდესაც მათ ხარკოვი და მის შემოგარენში არსებული მთელი რიგი ტერიტორია დაკარგეს. მეტსაც გეტყვით, სახელმწიფო დეპარტამენტი ფიქრობს, რომ უკრაინა მოახდენს დონბასის და ყირიმის სრულ დეოკუპაციას.

ნამდვილად, დინამიკა ამისკენ მიდის, უკრაინული ჯარი ყოველდღიურად ძლიერდება სხვადასხვა თანამედროვე სამხედრო ტექნიკებით, რომლებიც რუსებისთვის ისეთივე ამოუცნობია, როგორც მარსზე გაფრენის გეგმა. ამ ჩაფლავებულ გეგმას და განზრახვას ისევ რუს გენერლებთან მივყავართ, რომლებიც ყოველდღიურად ბუზებივით იღუპებიან და მათი ამბიციებიც ისე ოკდება, თითქოს არც კი ჰქონიათ.

“უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გაათავისუფლონ ყირიმი და დონბასი”- უკრაინაში ამერიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული კრისტინა ქუინი.

მისი თქმით, კიევისა და ხარკოვის დეოკუპაცია მიუთითებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ გაათავისუფლონ როგორც ყირიმი, ასევე დონბასი. “ვაშინგტონი დაინტერესებულია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამარცხონ და განდევნონ რუსული არმია უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან”.

დიდი შანსია უკრაინამ სრული დეოკუპაცია მოახდინოს და ორკების ნატამალიც არ დატოვოს მის ტერიტორიაზე. ლენდ-ლიზის ხელმოწერილი დოკუმენტი კი საბოლოო განაჩენი და რელსებია, რომელ რელსებზეც უკრაინა შედგა და მყარად დადგა.