მოლდოვის ოპოზიციას ნეიტრალიტეტი უნდა?!

უკრაინაში ომის პარალელურად, დნესტრისპირეთში ვითარება დღითი-დღე იძაბება. მოლდოვის პირველმა პირველმა პირმა – მაია სანდუმ განაცხადა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დასავლური სამყაროს წევრები გახდნენ.

როგორც მოგეხსენებათ, მოლდოვაში მრავალი წლის განმავლობაში პრო-რუსული ოლიგარქი – პლახატნიუკი მართავდა ქვეყანას და შესაბამისად, დასავლეთს ნაკლებად ჰქონდა შანსი ამ ქვეყანაში გეოპოლიტიკური კურსი თავისკენ გადმოეხარა, თუმცა საბოლოოდ ყველა ოლიგარქის გზა დამარცხებისკენ მიდის და პლახატნიუკმაც ეს ბედი გაიზიარა. პლახატნიუკი, ღარიბი მოლდოვის ერთადერთი მდიდარი ადამიანი იყო.

მაია სანდუმ, გადაწყვიტა ძირეული ცვლილებები შეეტანა ქვეყნის განვითარებისთვის და პრო-რუსული ოლიგარქები მმართველი რგოლებიდან ჩახსნა, თუმცა ოპოზიციაში მრავლდაც არიან საბჭოთა კავშირის მადიდებლები და ისინი განუწყვეტლივ ითხოვენ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს, რომელიც ამ მოცემულობით მოლდოვის დაღუპვის ტოლფასი იქნება.

მოლდოვას აქვს ერთადერთი შანსი, დასავლეთის გვერდით დადგეს და საკუთარი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს. თუ ისინი უარს იტყვიან ევროპულ რელსებზე გადასვლაზე, ისინი მიიღებენ ვაკუუმს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საკუთარი სატელიტების დახმარებით თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოშიც მიდიოდა საუბარი ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, რაც ისევე როგორც მოლდოვისთვის, ჩვენთვისაც უმძიმესი იქნება.დინამიკა გვიჩვენებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოლდოვა უფრო ახლოს იქნება ევროპასთან, ვიდრე აქამდე ყოფილა.