რუსეთმა თურქეთს დაარტყა “ბაირაქთარების” მიწოდებისა

რუსეთის საგარეო პოლიტიკას და მის თამაშებს სოციალური ქსელის საშულებით ეხმაურება ზურაბ ბატიაშვილი.

“როგორც ჩანს, რუსეთმა თურქეთს დაარტყა “ბაირაქთარების” მიწოდებისა და ზოგადად, უკრაინის მხარდაჭერისთვის. დაარტყა ყველაზე მტკივნეულ ადგილას – ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მის ეკონომიკას.საქმე იმაშია, რომ მომავალ 5 დღეში 3 დღე ელექტროენერგიას ვერ მიაწვდიან დიდ თურქულ ქარხნებს. ეს კი გამოიწვევს მათ გაჩერებას და არაერთ ეკონომიკურ თუ პოლიტიკური სახის თავისტკივილს ქვეყნის შიგნით.

ეს ელექტროენერგია თურქეთში ბუნებრივი აირისგან იწარმოება, რომლის მოწოდებაც შეწყდა ირანიდან.შეიძლება ვიღაცამ იკითხოს, მოსკოვი რა შუაშიაო. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ირანი და რუსეთი ცდილობენ ერთად და კოორდინირებულად წინ აღუდგნენ დასავლეთს ყველგან, სადაც კი შეძლებენ და უკრაინის კრიზისში თურქეთი დასავლურ ბანაკში მოიაზრება.თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი სულ რამდენიმე დღის წინ მოსკოვს სტუმრობდა, ყველაფერი ძალზედ ნათელია.ასე რომ, ბრძოლა უკრაინისთვის ყველა ფრონტზე მიმდინარეობს და მას თავისი გაგრძელებები ექნება. თურქეთი კი არაა ის ქვეყანა, რომელიც ასეთ დარტყმას უბრალოდ “გაუტარებს” ვინმეს. ასე რომ, ველით მის პასუხს.”