აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას დაგმო რუსეთის შეჭრა საქართველოში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანნალენა ბაერბოკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მდივანმა ბლინკენმა გამოთქვა შეერთებული შტატების შეშფოთება, რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ნატოს მიმართ, შეაჩეროს მისი გაფართოება და უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები.

„მოდით, ვიყოთ ძალიან, გახსნილები: ნატო არ შემოიჭრა უკრაინაში; ნატო საქართველოში არ შემოიჭრა; ნატომ არ განათავსა ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ეს ყველაფერი, სხვა მრავალთა შორის, არის ის, რაც რუსეთმა გააკეთა ბოლო წლებში.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე სწორედ რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში; ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში; გამოიყენა ქიმიური იარაღი ხელისუფლების ოპონენტების მკვლელობის მცდელობისთვის და ეს გააკეთა უცხო მიწაზე; დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები; უკან დაიხიეს ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომებისგან, რომლებიც დიდი ხანია შეთანხმებული იყო. ასე რომ, ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები აუცილებლად დავაყენებთ ამ და სხვა საკითხებს რუსეთთან მომდევნო დღეებში და კვირეებში.

მდივანმა ბლინკენმა ხაზი გაუსვა ევროპელ მოკავშირეებთან დისკუსიის მნიშვნელობას, რათა მიაღწიოს პროგრესს და გაუმკლავდეს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოკუპაციას. ბლინკენმა აღნშნული განცხადება აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგისა და ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში შეხვედრების წინ გააკეთა.