სირია უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. ინფორმაცია რუსულ სამთავრობო მედიაში გავრცელდა, გადაწყვეტილების შესახებ მედიას რუსეთის დუმის სირიის პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფის კოორდინატორმა დიმიტრი საბლინმა ამცნო.
“დონბასში არსებულ ვითარებაზე სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ვესაუბრე. მან თქვა, რომ სირია ისევე იქნება მზად, აღიაროს ისინი, როგორც “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი აღიარა”, – თქვა საბლინმა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა და იმავე დღესვე პუტინმა დონეცკსა და ლუგანსკში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა.