“ნატო” რუსეთის საზღვარს უახლოვდება

ოფიციალურად, ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა “ნატოს” წევრი სახელმწიფო გახდეს და იგივე დინამიკა არის შვედეთთან მიმართებაშიც.

ფინეთის “ნატოში” გაწევრიანებას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც უშუალოდ ფინეთისთვის, ასევე დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვისაც, რადგან უკრაინის ომის შემდეგ, ევროპული სახელმწიფოები ალაპარაკდნენ ალიანსის გაფართოების და მასში შემავალი წევრების გაზრდის თაობაზე. რაც ცალსახად მშვენიერი ტენდენციაა, რადგან ბოლო წლებში ჩრდილოეთ – ატლანტიკური ალიანსი გახდა თითქოს კარ-ჩაკეტილი, თუმცა უკრიანის ომმა ბევრი რამე ნათელი გახადა ევროპაში და ბევრ სახელმწიფოს მოუწია საკუთარი გეოპოლიტიკური კურსის ცვლილება.

როგორც მოგეხსენებათ, სანკტ-პეტერბურგიდან ზუსტად 400 კილომეტრში არის ფინეთის სახელმწიფო საზღვარი, რაც ერთის მხრივ უდიდესი საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთთან მეზობლობა პატივი არც არასდროს ყოფილა, გარდა რისკებისა.

რუსეთს წარმოედგინა, რომ უკრაინაში ომით კიევს აიღებდა და მთელს მსოფლიოს თითს დაუქნევდა კიევიდან, თუმცა მიიღო, რა? უკრაინა კონტრ-შეტევაზე გადავიდა, მსოფლიო გააერთიანა და ერთიანი სტრატეგია შეამუშავებინა მათ წინააღმდეგ საბრძოლოდ. ფინეთი იქნება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი არამარტო ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, არამედ მათი პარტნიორებისთვისაც, რადგან მათი სამხედრო რესურსი უდიდესია.