ნაუსედა: ჩვენ მივესალმებით უკრაინას ევროკავშირში

ლიეტუვის პრეზიდენტმა – ნაუსედამ, გუშინდელი 5 საათიანი ვერსალის შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ეს არის ისტორიული ღამე და შეთანხმება. ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა აუცილებლად უნდა იყოს ევროკავშირის წევრი და რაც შეიძლება ძალიან მალე.

“ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს – დიახ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირულმა უკრაინელმა ერმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მივესალმებელით მათ ევროკავშირში” – ვკითხულობთ ნაუსედას განცხადებაში.