გუშინ გვიან ღამით, რუსეთის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზიდან 140-150 კმ-ის დაშორებით, კრასნოდარის ოლქში მდებარე ეისკის აეროდრომზე, რომელზედაც ბაზირებს რუსეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელი, საფრონტო ბომბდამშენი და მოიერიშე ავიაცია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საბრძოლო მოქმედებების ზონებში საჰერო ოპერაციებში, ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა.
ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განხორციელდა უკრაინული კამიკაძე დრონებით.
ამასთანავე აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ უკრაინელებმა მიიღეს უახლესი ტექნიკა, რომლითაც რუსეთის სიღრმეში შეიძლება შეტევა.