როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომში,საკუთარი შორს მიმავალი ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოოდ აირჩია რუსეთის მხარე და წარმოადგინა ე.წ. სამშვიდობო გეგმა, რომელიც არაფერია, თუ არა, ომამდე რუსეთის მიერ წარმოდგენილი ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების ქვეპუნქტები,
მაგალითად, ჩინეთი ოფიციალურად რუსეთის მსგავსად პატივს სცემს ქვეყნების სუვერენიტეტს,
მააგრამ, დაუშვებელია NATO-ს გაფართოება რუსეთის სამეზობლოში, რადგან ის წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის,
არ შეიძლება უკრაინაში ამერიკელების მიერ ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს მეზობლებისთვის(რუსული ბოდვა),
არ შეიძლება ცალმხრივად სანქციები(ანუ, რუსეთს მოხსენითო),
მოსაგვარებელია მსოფლიო ჰუმანიტარული კრიზისი და დაუშვებელია სავაჭრო ჯაჭვების დარღვევა(ის კი, არა რომ ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია)
და ბოლოს, ჩვენ კარგი ტიპები ვართ და დავეხმარებით უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენაშიო, მანამდე კი, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებების დაწყებაო,
სავარაუდოდ, უკრაინა არც კი განიხილავს ამ დოკუმენტს და მტკიცე უარით გაისტუმრებს მას,
თუმცა, ეგ რა თქმა უნდა იციან პეკინში და აღნიშნული სამშვიდობო გეგმა, ერთგვარ პლაცდარმის მომზადებას გავს, ომში რუსეთის პრაქტიკული დახმარების დაწყების წინ(ჩვენ მშვდიობა გვინდოდა, მაგრამ უკრაინამ ბოროტი ამერიკელების წაქეზებით უარი გვითხრაო),
დახმარება კი, რაღა თქმა უნდა სამხედრო სფეროს შეეხება და თუ რეალურად იქნება, მკაფიოდ აისახება ფრონტზე და ომის ხანგრძლივობაზე, იმ მარტივი მოცემულობით, რომ რუსეთს გაუჩნდება ომის საწარმოებლად მეტი ტექნიკური რესურსი, ის რაც ახლა მკვეთრად აკლიათ და იღებენ ჩრდ.კორეიდან და ირანიდან,
აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სავარაუდოდ, ჩინეთის სამხედრო დახმარება არ იქნება იმ ტიპის, რაც ომში მკვეთრ გარდატეხას შეიტანს, მაგალითად – ტანკები, საარტილერიო სისტემები, ზუსტი დამიზნების შორი მოქმედების რაკეტები და ა.შ.
მოსალოდნელია, რომ ჩინეთის დახმარება პირდაპირ გათვლილი იქნება ომის გაწელვაზე, რადგან დასავლეთს, ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთის ამბიციებისთვის არ და ვერ ქონდეს იმდენი რესურსი, რომ მძლავრ დაპირისპირებაში შევიდეს მასთან, როდესაც ჩინეთი გადაწყვეტს ტაივანზე თავდასხმას და საკუთარი ამბიციების პრაქტიკულად სისრულეში მოყვანას,
აღნიშნული, რომ არ არის შორს, ამის მკაფიო მოცემულობაა ჩინეთის სახალხო პარტიის ბოლო კრება, რომელიც გასული წლის ბოლოს გაიმართა და სადაც, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ღიად განაცხადა, რომ მიმდინარე ხუთწლედის მთავარი საზრუნავი იქნება ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღგდენა,
შესაბამისად, ჩინეთისათვის საუკეთესო სცენარი დასავლეთისგან ნაკლები თვალყურის და წინააღმდეგობის მისაღებად გახლავთ, შუა ევროპაში მიმდინარე კვლავინდებურად მოუგვარებელი და დაუსრულებელი სამხედრო კონფლიქტი, რომელიც ძალთა თანაფარდობის გამო მიძინებულ ან ნაკლებად აქტიურ რეჟიმში გადავა,
აღნიშნულის მისაღწევად კი, საჭიროა ჩინეთის სამხედრო დახმარება რუსეთისათვის, რომელიც შემოიფარგელბა საბრძოლო მასალით არტილერიისთვის და მძიმე ტექნიკისთვის,
ზუსტი დამიზნების რეკეტების მიკრო ელემენტებით, რომელიც საჭიროა მათ საწარმოებლად,
ხარისხიანი ინდივიდუალური აღჭურვილობით, ფორმებით, ლოჯისტიკური დახმარებით,
ასიმეტრიული ომის საწარმოებლად საჭირო საბრძოლო და სადაზვერვო დრონებით,
მოკლედ, როგორც აღვნიშნე ყველაფერით, რაც საჭირო იქნება ომის გასაწელად,
რა თქმა უნდა, რუსეთისთვისაც შვება და ერთადერთი ხსნაა, დღეს ფრონტზე არსებული ვითარებიდან და პოტენციური განვითარებიდან გამომდინარე, როგორმე შეძლოს სამხედრო მარცხის თავიდან აცილება და მეტნაკლები წარმატებით შეინარჩუნოს როგორც მინიმუმ 24 თებერვლამდე არსებული სტატუს კვო(რეალურად დღეს სტრატეგიული თვალსაზრისით მეტი აქვს მოლოვებული, მაგრამ ძალიან მყიფე წარმატებით),
ამიტომ, მოსალოდნელია, რომ რუსეთი და პირადად ვლადიმერ პუტინი დათანხმდება ჩინეთის დახმარებას, რომელიც ვერ გააჩენს კიევის აღების შესაძლებლობას, თუმცა შეუნარჩუნებს იმას, რაც აქვს მოპოვებული,
არ დაიჯეროთ, ის რომ ჩინეთის პოტენციური სამხედრო დახმარება ვერ შეცვლის ვითარებას ფრონტზე,
არც ის დაიჯეროთ, რომ ჩინეთი ვერ გაბედავს რუსეთის დახმარებას დასავლური ეკონომიკური სანქციების შიშით(თუ აწყობს მის ინტერესებს დაეხმარება, თუ არ აწყობს არ დაეხმარება), რადგან პანდემიის პირობებში არსებულმა მსოფლიოს ინდუსტრიულ-ეკონომიკურმა გადაწყობამ, ჩინეთს მისცა მეტი ავტონომიურობის და თვითდამკვიდრების შესაძლებლობა,
ასეთ მოცემულობაში კი, უკრაინის საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, არსებობს ერთადერთი გზა, რომელიც აქამდეც ერთადერთი იყო, თუმცა ახლა უფრო მეტ სისწრაფეს, მასიურობას და ინტენსიურობას მოითხოვს,
ეს გზა, რა თქმა უნდა დასავლეთის სამხედრო დახმარებაა, რომლის დღევანდელი ტემპები არ არის საკმარისი, ჩინეთის ზურგის მქონე რუსეთის დასამარცხებლად, თუმცა დასაიმედებელია ის, რომ როგორც კი, დასავლურ მედიაში გაჟღერდა აშშ-ის დაზვერვის ვარაუდ ნარევი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი აპირებს რუსეთის სამხედრო დახმარებას, იმ დღიდანვე, დასავლური ქვეყნების მიერ დაიწყო განცხადებები, სადაც გამოთქვამენ მზადყოფნას გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება, განსაკუთრებით კი, შეტევისთვის აუცილებელი სამხედრო ტექნიკისა და მომზადების კუთხით, თან დროის და მიზნის კონკრეტიქით, რაც აქამდე არ ხდებოდა,
რამდენად იქნება ჩინეთის სამხედრო დახმარება, რამდენად ეფექტურად აითვისებს და გამოიყენებს მას რუსეთი,
ან რა წინააღმდეგობას გაუწევს დასავლეთი ჩინეთს რუსეთის დახმარების ფონზე, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ზესახელმმწიფოების უმაღლესი ოფიციალური პირების ან მათი სადაზვერვო სტრუქტურების განცხადებები და ქმედებები, კონკრეტული ინფორმაციის ან მიზნის გარეშე რომ არ ხდება, ეს უკვე არაერთხელ გვიჩვენა პრაქტიკამ, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით – წერს სამხედრო- ანალიტიკური ცენტრი World Military