ნახეთ, იარაღი რითაც უკრაინა რუსეთს სიღრმეებში შეუტევს

სამხედრო ექსპერტი რომან სვიტანი: “დიახ, რუსების ე.წ. ფართომასშტაბიანი შეტევა ჯერ არ დაწყებულა.
ამისთვის 400 000 რუსი ჯარისკაცია კონცენტრირებული.
რუსულმა ჯარებმა შეტევაზე გადასვლა დააგვიანეს და მასზე არ გადადიან იმ მომენტამდე, სანამ უკრაინაში ახალი იარაღის შემოსვლა არ დაიწყო, კერძოდ, GLSDB-ის.
ეს ნიშნავს, რომ შეტევისთვის კონცენტრირებული რუსული სამხედრო ტექნიკა იქნება “გემრიელი” სამიზნე GLSDB-სთვის.
როგორც ჩანს, კრემლი თავდასხმითი აღჭურვილობის გარეშე, მხოლოდ ცოცხალი ძალის იმედად რჩება.
ეს სანამდე მიიყვანს და რითი დასრულდება რუსებისთვის, ძნელი მისახვედრი არ არის”.

  • GLSDB არის ამერიკული კომპანიის Boeing-ისა და შვედური SAAB-ის უახლესი გამოგონება. აბრევიატურა ნიშნავს “Ground launched small diameter bomb” – მცირე დიამეტრის ბომბები, რომელიც გაიშვება სახმელეთო დანადგარებიდან.
    ამ რაკეტას შეუძლია 150 კილომეტრამდე დაშორების სამიზნეების განადგურება, რაც თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისთვის ამ ეტაპზე მიწოდებულ HIMARS-ის რაკეტებს.