ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დღეს ზელენსკისა და სუნაკის შეხვედრაზე, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი გამოაცხადებს უკრაინისთვის შორის მოქმედების რაკეტების გადაცემას.
სავარაუდოდ, აღნიშნული რაკეტები უნდა იყოს Shtorm Shadow-ის ტიპის საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები(მოქმედების მანძილი საექსპორტო ვერსიებისთვის 250-300კმ,ბრიტანეთის შეიარაღებაში მყოფის 500-600კმ), რომელთა მატარებელად უკრაინული ავიაციის მიდერნიზაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა,
და ATACMS-ის ტიპის სახმელეთო ბაზირების ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები(მოქმედების მანძილი 300კმ), რომელთა გაშვება ხორციელდება უკრაინელთა ხელთ არსებული M142 Himars-ის ან M270-ის ტიპის მულტიკალიბრული ზცრს-ებიდან.
თუ კი, შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, აღნიშნული იქნება მთავარი დამრტყმელი ფაქტორი, რაც მოსალოდნელი რუსული ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელების შანსებს მნიშვნელოვნად შეამცირებს და შესაძლოა საწყის ეტაპზევეც კი ჩააგდოს შეტევის შესაძლებლობა.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის რაკეტების გამოყენებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტების განადგურება რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკურ და ოპერატიულ სიღრმეებში, მაგალითად, ზურგში მდებარე რუსული სამხედრო საველე და მუდმივი განლაგების აეროდრომები, ბაზები,ტექნიკისა და ცოცხალ ძალის დაგროვებები, სარაკეტო გამშვებები, ჰსთ სისტემები და ლოჯისტიკური კვანძები – ინფორმაციას ავრცელებს World Military.