ნახეთ, რაზე შეთანხმდნენ სომხები და აზერბაიჯანელები

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ბოლო ორი დღეა გრძელდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეტაკებების ინტენსივობა და მასშტაბი,

ამჯერად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქელბაჯარის რაიონის სასაზღვრო ზონაში, ღამის 02:00 საათზე, სომხური ქვედანაყოფების მიერ ადგილი ქონდა კიდევ ერთ პროვიკაციას, კერძოდ, სომხურმა ნაწილებმა, მსვილკალიბრიანი ნაღმტყორცნებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მსუბუქი შეიარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ პოზიციებს,

პარალელურად კი, სომხური დივერსიული ჯგუფი ცდილობდა, აღნიშნულ ზონაში სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებას,

საპასუხო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა ჩაახშვეეს სომხური საცეცხლე პოზიციები და დივერსიულმა ჯგუფმა უკან დაიხია,

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს იმასაც, რომ წუხელ საღამოს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული დეზინფორმაციაც, თითქოს აზერბაიჯანულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს სომხური პოზიციების მიმართულებით, ემსახურებოდა სწორედ ამ პროვოკაციას განხორციელებას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საზღვარზე მორიგი ესკალაცისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სომხურ მხარეს.

განცხადების ბოლო ნაწილით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს საათებში ან დღეებში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება – World Military.