ნახეთ, რამდენით დაეხმარება აშშ – უკრაინას

აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც რეკორდულად მაღალ 840 მილიარდ დოლარს მოიცავს.

მასში უკრაინისთვის, საბიუჯეტო დახმარების სახით გამოყოფილია 1 მილიარდი დოლარი (2022 წელს 300 მილიონი).

თუმცა, რაც ყველაზე მთაავრია, აშშ-ის თავდაცვის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 100 მილიონი დოლარი უკრაინული პილოტების ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავებზე გადამზადება სწავლებებისთვის.