ნახეთ, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში

როგორც მოგეხსენებათ, ორი დღეა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის კერებში ბიძგები არ ნელდება და შესაბამისად, უდიდეს მსხვერპლთან გვაქვს საქმე.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 8 294 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას 5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი – 2 400.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.