უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 16 მარტამდე პერიოდს. გუშინ, 1040 რუსი სამხედრო მოკლეს უკრაინელებმა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 162 560;
- ტანკი – 3 504;
- ჯავშანტექნიკა – 6 810;
- საარტილერიო სისტემა – 2 539;
- სარაკეტო სისტემა – 503;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 265;
- თვითმფრინავები – 305;
- ვერტმფრენი – 289;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -2 145;
- საკრუიზო რაკეტები – 907;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 394;
- გემი/ნავი/კატარღა – 18;
- სპეციალური აღჭურვილობა – 257.