პოლონეთმა უკრაინას კიდევ 10 გერმანული Leopard 2 A4 ტიპის ტანკი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინას გადავეცით კიდევ 10 ლეოპარდი 2A4 ტანკი. ასევე დასრულდა ამ ტანკებზე უკრაინული მომზადების პროცესი. მოვახერხეთ ლეოპარდ 2 A4-ის მთელი ბატალიონის შეკრება. ამრიგად, როგორც საერთაშორისო კოალიციის ნაწილი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას”,- თქვა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
პოლონური მხარის თქმით, სატანკო ბატალიონში ასევე შედის 8 ტანკი კანადიდან, 8 ნორვეგიიდან და 6 ესპანეთიდან.