ნახეთ, რამდენი “Leopard -2 “ ჩადის უკრაინაში

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ფარგლებში კიდევ ოთხ Leopard 2-ის რიპის ტანკს გადასცემს.

“დღეს კანადა აცხადებს ახალ სამხედრო დახმარებას უკრაინელი მეგობრებისთვის. ჩვენ გადავცემთ დამატებით ოთხ Leopard 2-ის ტანკს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ასევე ერთ ჯავშანტექნიკას”, – თქვა ტრუდომ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე მიიღებს 5000 ერთეულ 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, რომელიც “უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაეხმარება გააგრძელონ ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის”.

ამრიგად, კანადის მთლიანი წვლილი “სატანკო კოალიციაში” უკვე რვა Leopard 2 ტანკია.

მანამდე, მას შემდეგ, რაც გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ, კანადის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ოთხი Leopard 2-ის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.