ნახეთ, რას გულისხმობს “რუსული კანონი” ?!

“უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ:

  1. ახალი კანონპროექტით, უცხო ქვეყნის აგენტები ხდებიან: ფსიქოლოგები, სოც. მუშაკები, დამწყები რეჟისორები, ახალგაზრდა იურისტები, წამების მსხვერპლთა თერაპევტები, სოციოლოგები, პოლიტიკის მკვლევრები, მეწარმეები, მედია მუშაკები – რატომ? იმიტომ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ;
  2. ახალი კანონპროექტით, იუსტიციის სამინისტროს “ანონიმური წერილის” საფუძველზეც კი ეძლევა უფლება, მუშაობა შეუჩეროს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას;
  3. ახალი კანონპროექტით, “უცხო ქვეყნის აგენტი” ექვემდებარება საყოველთაო კონტროლს და “საჭიროებისამებრ” შეზღუდვას;
  4. კანონპროექტის ამერიკულ “ანალოგთან” შედარება სიბეცეა. აშშ-ში “უცხოური გავლენის აგენტად” მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში რეგისტრირდები, თუკი რომელიმე სახელმწიფოს პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურები;
  5. კანონპროექტის დიდ ბრიტანულ “ანალოგთან” შედარებაც სიბეცეა. ნისლიან ალბიონზე “უცხოური გავლენის აგენტად” მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში რეგისტრირდები, თუკი მტრულად შერაცხული სახელმწიფოდან (რუსეთი ჩინეთი, ჩრდ. კორეა და ა.შ.) ფინანსდები;
  6. მაღალი ალბათობით) ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, უფრო შორს წავა და ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება მომავალში. მაგალითად, თუკი ადამიანი უცხოეთიდან საბანკო გზავნილებს იღებს მშობლისგან/მეუღლისგან, ან სტიპენდიით მიდის სადმე სასწავლებლად, ისიც “უცხო ქვეყნის აგენტად” შეიძლება იქცეს;
  7. რატომ არის ეს კანონპროექტი რუსულის ანალოგი? იმიტომ, რომ სიტყვა-სიტყვით იმეორებს მას;
  8. ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში დონორების დაფინანსებით, ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგს უტარებდა საქართველოს მოსახლეობას, ახალი კანონპროექტით “უცხო ქვეყნის აგენტი” ხდება;
  9. ვისაც ჰგონია, რომ ეს კანონპროექტი გამჭვირვალობას ემსახურება, მაღალი ალბათობით არასდროს ჰქონია შეხება მესამე სექტორთან და ვერ ხვდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტი 10-ჯერ უფრო გამჭვირვალეა, ვიდრე ნებისმიერი რესტორნის
  10. ეს კანონპროექტი არ შეეხება პრორუსულ ალტ-ინფოს, რადგანშპს-დ არის დარეგისტრირებული