დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი, დიდ ბრიტანეთში ჩადის, სადაც ოფიციალურ შეხვდრას გამართავს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან და სიტყვით მიმართავს ბრიტანეთის პარლამნეტს,
ზელენსკის მოსალოდნელი ვიზიტის პოლიტიკური ასპექტების გარდა, როგორც ირკვევა ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი სამხედრო მხარდაჭერის გადაწყვეტილებები,
კერძოდ, ბრიტანეთი დაჩქარებული წესებით ზრდის უკრაინის სამხედრო დახმარებას, როგორც ლეტალური შეიარაღების მიწოდების კუთხით, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების გაფართოებული გეგმების კუთხით, რომელიც მოიცავს, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო მომზადებას, პილოტებისა და საზღვაო ქვეითების წვრთნებს, რათა უკრაინამ მომავალში ეფექტურად შეძლოს საკუთარი ცისა და ზღვის დაცვა,
როგორც ბრიტანეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, პილოტების წვრთნების დაწყებული პროგრამა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს იფრინოს დასავლური NATO-ს სტანდარტების ავაიაგამანდგურებლებით.
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა ტიპის ავიაგამანადგურებლებზე დაიწყო ბრიტანეთში უკრაინელი პილოტების მომზადება, მაგრამ სავარაუდოა, რომ წვრთნები მიმდინარეობს F-16-ის ან Eurofighter Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე – ინფორმაციას ავრცელებს სამხედრო-ანალიტიკური ცენტრი World Military.