უკრაინის საჰაერო ძალებმა დაიწყეს JDAM-ER-ის ტიპის GPS/INS-ით მართვადი, 72კმ-ზე მოქმედი ავიაბომბების გამოყენება.
ფაქტი დაადასტურა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საჰაერო ძალების სარდალმა ჯეიმს ჰეკერმა.
სავარაუდოდ, JDAM-ER-ების ინტეგრაცია, რლსსაწინააღმდეგო AGM-88-ების მსგავსად მოხდა უკრაინულ Mig-29/Su-27-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე, რომელთა მეშვეობითაც ე.წ. ფრთიანი მართვადი ავიაბომბებით, მტრული ჰსთ-ის ზონაში შესვლის გარეშე ზურგიდან შესაძლებელია უზუსტესი და მძლავრი ავიაიერიშების განხორციელება ფრონტის ხაზზე და მის სიღრმრეებში განთავსებულ პოზიციებზე,
რაც მთავარია, JDAM-ER-ების უპირატესობა მისი შორი მოქმედების გარდა გახლავთ ის, რომ შესაძლებელია ფრონტზე განთავსებული საფორტიპიკაციო ნაგებობების ეფექტური განადგურება, იმ პირობით, რომ მსგავსი გამაგრებები იქმნება საარტილერიო ცეცხლის სიმძლავრის გასაძლებად(მაქსიმუმ 200კგ საარტილერიო მუხტები,იდეაში რაც აქვს უკრაინას შეიარაღებაში), ხოლო 200+კგ-ის საბრძოლო მუხტის მქონე JDAM-ER-ის ტიპის მართვადი ავიაბომების იერიშების შემთხვევაში, წინაღობების განადგურება მარტივდება და მოიერიშე ძალებისთვის იზრდება გარღვევის შესაძლებლობა – წერს, სამხედრო ანალიტიკური ცენტრი World Military.