ნახეთ, რა გააკეთა ჩინეთმა ტაივანში

როგორც უკვე იცით, ჩინეთმა, ტაივანზე პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და ტაივანის სრუტეში ფართო მასშტაბისნი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც ჩართულია ჩინეთის შეიარაღებული ძალების ყველა გვარობა, მათ შორის ტაივანის სიახლოვეს გამოცდიან, არაბირთვული ქობინის მქონე შორმანძილზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტას. წვრთნები გუშინ დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში, ჩინეთის არმია ტაივანის სრუტეში სხვადასხვა სახის სამხედრო საცეცხლე და სამანევრო აქტივობებს ატარებდა, თუმცა 4 აგვისტოს, ჩინეთი იწყებს საზღვაო წვრთნებს ტაივანის გარშემო 6 სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც გამოცხადდა ნოტამი, აიკრძალა სამოქალაო დანიშნულების ხომალდების გადაადგილება და ადგილზე 7 აგვისტოდმე ჩატარდება საცეცხლე მანევრები.

მაგრამ, მოსალოდნელ მსხვილმასშტაბიან წვრთნებში საინტერესოა ის ფაქტი, რომ განსხვავებით აქამდე არსებულ კრიზისებიდან, წვრთნები ტაივანის გარშემო დაგეგმილია ტაივანის საზღვაო აკვატორიის დარღვევით, სადაც სახელმწიფოებს იგივე უფლებები აქვთ, როგორც საკუთარ სახმელეთო ნაწილზე, კერძოდ ჩინეთის გამოცხადებული ნოტამი არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს და წვრთნები ზოგ ადგილზე, დადგენილი სასზღვაო კუთვნილების, 12 საზღვაო მილის ნაცვლად, ტაივანის სანაპიროდან 9 და 10 საზღვაო მილის დაშორებით ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ტაივანის თავდავვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არის ჩინეთის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია და საზღვრის ნებისმიერ დარღვევას ადეკვატური პასუხი გაეცემა – World Military.