ნახეთ, რა დახმარებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან

ჩამონათვალის მიხედვით, პაკეტში შედის დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემისთვის, 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები და 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები.

უკრაინა ასევე მიიღებს 4 სარადარო სისტემას, დამატებითი Javelin ATGM და ასაფეთქებელი ჭურვებს, 
დაახლოებით 2000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას, ბრედლის ტიპის 4 ქვეით საბრძოლო მანქანას, 2 ტაქტიკურ 
მანქანას, კლეიმორის ქვეითთა ნაღმებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს, საკომუნიკაციო აღჭურვილობას, სამედიცინო მასალებსა და მანქანების სათადარიგო ნაწილებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში ჩავიდა. ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში 
შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტია უკრაინაში.