როგორც მოსალოდნელი იყო, ღამით კამიკაძე დრონებით თავდასხმის შემდეგ, დღეს, გამთენიისას უკრაინაზე რუსეთის სტრატეგიული ავიაციის მიერ სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა,
ძირითადად საჰაერო ბაზირების Kh-101,kh-55 და Kh-22-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქები, რაც თავის მხრივ უნდა ნიშნავდეს აღმოსავლეთ უკრაინაში გააქტიურებული რუსული ფართომასშტაბიანი შეტევის სარაკეტო ცეცხლით მხარდაჭერას,
ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, ინტენსიურად ცდილობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მსხვილი მექანიზებული დაჯგუფებები სვატოვო-კრემენნაიას, ბახმუტ-სოლედარის, მარინკას, ავდეევკას და უგლედარი ხაზზე მძლავრი საარტილერიო და საავიაციო ცეცხლის მხარდაჭერით გარღვევას, თუმცა საბედნიეროდ ამ ეტაპზე უკრაინულმა თავდაცვამ მოიგერია კიდევ ერთი რუსული შეტევითი ბიძგი,
სავარაუდოა, რომ მომდევნო საათებში სარაკეტო დარტყმები გაგრძელდება აღმოსავლეთ უკრაინაზე და პარალელურად, მოიმატებს ფრონტზე რუსული ფართომასშტაბიანი შეტევის იმპულსი – ინფორმაციას ავრცელებს სამხედრო ანალიტიკური ცენტრი World Military .