ნახეთ, რა მასშტაბის ტექნიკა დაკარგა რუსეთმა

პენტაგონი:
„რუსები ძალიან მზარდ (იგულისხმება დანაკარგები),შეზღუდულ და ძვირადღირებულ პროგრესს ახორციელებენ დონბასის მხოლოდ გარკვეულ მცირე რაიონებში. ისინი ძალიან ჩამორჩებიან თავიანთ ვადებს. ისინი ძალიან ჩამორჩებიან თავიანთ მიზნებს”

პენტაგონმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა უკრაინელებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ M142 Himars-ები ეფექტური კონტრშეტევებისთვის.

„ამიტომ, ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთს ამ ომში გამარჯვებას“, – ასე დაასრულა პენტაგონის წარმომადგენელმა თავის სიტყვა, რომელიც ძალიან მრავლისმთქმელია და საინტერესო ახლო პერსპექტივას გვპირდება,

პირველ რიგში, ვინაიდან და რადგანაც რუსეთმა დამდგარი ძნელბედობიდან გამომდინარე აიღო ოპერატიული პაუზა და მიმდინარეობს ახალი მომარაგების ხაზების გამართვა და ზურგში გადაჯგუფება, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს იმას, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად არის ფრონტის ხაზზე მყოფი რუსული ნაწილებისთვის საბრძოლო შესაძლებლობები დაქვეითებული, განსაკუთრებით ნაკლებად აქტიური ფრონტებისკენ სამხრეთში, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქში, სადაც ისედაც შეზღუდული რაოდენობით მყოფ რუსულ საბრძოლო დაჯგუფებებს, მოაკლდათ საბრძოლო მარაგები,

შესაბამისად, სწორედ ახლა არის საუკეთესო შანსი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყოს ოპერატიული დონის კონტრშეტევა,

ოღონდ არა, რუსების მიერ დამკვიდრებული ბანალური მეთოდით, რომელიც ხარისხობრივი უპირატესობის აღმოფხვრას, რაოდენობრივი უპირატესობით გულისხმობს, რაც მცირე სარგებელის სანაცვლოდ უზარმაზარ დანაკარგებს გულისხმობს,

სწორედ ამიტომ, რადგან ახლა უკრაინას გააჩნია სამხრეთის ოპერატიულ დონეზე მნიშვნელოვანი ხარიხსობრივი უპირატესობა, არ არის აუცილებელი სახმელეთო შეტევა განხორციელდეს დიდი ადამიანური რესურსების დანაკარგების ხარჯზე, რა თქმა უნდა სოლიდური იქნება დანაკარგები, თუმცა შორი მოქმედების არტილერია უკრაინას აძლევს უპირატესობას კონტრშეტევისას დარტყმები განახორციელოს მტრის ზურგში, რაც გამოაცლის დასაყრდენს თავდაცვით ხაზებზე მყოფ რუსულ ნაწილებს,

რასაც სავარაუდოდ მოჰყვება ან მასობრივად ტყვედ ჩავარდნა, ან რუსების ნაჩვევი უკან გაქცევა, თუმცა უზამრაზარი დანაკარგების ფასად, რადგან მათ მოუწევთ მდ. დნეპრის გადალახვა, სადაც ამჟამად მხოლოდ ერთი მუშა მდგომარეობაში მყოფი ხიდია, რომელსაც დიდი დრო არ უწერია.

განსხვავებული ვითარებაა ზაპოროჟიეს ფრონტზე, თუმცა რადგანაც რუსების მთელი ტაქტიკა არის მრავალშრიანი თავდაცვითი ხაზების შექმნა ფრონტის მთელს სიგრძეზე,( განსხვავებით უკრაინელებისგან, რომლებიც ძირითად თავდაცვით ხაზებს, უშუალოდ მსხვილი დასახლებების გარშემო აგებდნენ და უკან დახევისას გარანტირებულად მძლავრ თავდავვით ზონაში ინაცვლდებდნენ) რასაც უზამრაზარი რესურსები ჭირდება და ამ რესურსების ახლა სერიოზული დანაკლისი აქვთ რუსებს, სწორედ ამიტომ მასირებული შეტევისას, მოსალოდნელია გრძელი თავდაცვითი ხაზების ჩამოშლა, ხოლო უკან დახევისას, რუსებს ნაკლებად დაცული მსხვილი დასახლებები რჩებათ, სადაც გამაგრება დამღუპველი იქნება მათთვის, იმ მარტივი ლოგიკით, რომ ისინი ალყაში მოექცევიან, ხოლო უკრაინელები განაგრძობენ წინსვლას.

სწორედ ამიტომ, თუ კი სწორად დაიგეგმა და განხორციელდა სამხრეთ მიმართულებით ოპერატიული დონის მძლავრი კონტრშეტევა, ამავდროულად იქნა დასავლეთიდან უწყვეტი მომარაგება, ჩემი პროგნოზით სულ რაღაც 30-40 დღეში, სამხრეთში განლაგებული რუსული დაჯგუფების ნაწილი ან ყირიმში გადაინაცვლებს ან დონბასის ფრონტის ხაზს შეუერთდება, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სრულ განთავისუფლებას.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, თუმცა გარდაუალია – “უკრაინა გახდება რუსეთის იმპერიული ზრახვების სასაფლაო”. – ინფორმაციას ავრცელებს, World Military.