ნახეთ, რა წერია სააკაშვილზე იმ რეზოლუციაში, რომელიც დღეს განიხილება

“[ევროპარლამენტი] მიიჩნევს, რომ პატიმრების მიმართ, როგორიცაა ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, მოპყრობა არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს მთავრობის ერთგულებისა ევროპული ღირებულებების და მისი დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისადმი. 

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და გაუშვას ის სათანადო სამედიცინო დახმარების მისაღებად საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით, რაც იქნება პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.