ნახეთ, რა წერია EU-ს საპროტესტო განაცხადში

პოლონური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს, 27 თებერვალს საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გადაეცემა ევროკავშირის საპროტესტო განცხადება.

პოლონური მედიის ცნობით, განცხადებით ევროკავშირი მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი შეუჩერდეს, რათა ის პოლონეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ. მედია წერს, რომ განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა.

აღნიშნული ინიციატივით პოლონეთი გამოვიდა. 10 თებერვალს პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ თქვა, რომ პოლონეთი მზადაა მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს.

ოფიციალური განცხადების მისაღებად ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა იყო საჭირო. ინიციატივას ბლოკავდა უნგრეთი, თუმცა პოლონური მედია წერს, რომ საბოლოოდ უნგრეთმა თანხმობა განაცხადა.

გარდა ამისა, პოლონური მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელი.