ნახეთ რა წერილი გაუგზავნა ჰამასმა – ისრაელს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” წინაღმდეგ ოპერაცია კოდური სახელით -“განთიადი” გრძელდება, რომლის ფარგლებში ისრაელის საჰაერო ძალები ანადგურებს “პიჯ”-ის სარაკეტო საწარმოებს, სამეთაურ და სათვალთვალო პუნქტებს, სარაკეტო გამშვებებს და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, დაგეგმილია ერთ კვირიანი ოპერაცია, რომელიც შესაძლოა, საჭიროებისამებრ კიდევ გაგრძელდეს და არ მინდინარეობს და არ იგეგემება არავითარი მოლაპარაკებები.

მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა ისაუბრა: „ჩვენს მტრებს, განსაკუთრებით ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელობას, მინდა ხაზგასმით ვუთხრა – თქვენი დრო ამოიწურა“.

”მუქარა, რომელსაც თქვენ უქმნით ამ რეგიონს, მოიხსნება ამა თუ იმ გზით,”.

ისრაელის სამხედრო მოქმედებების პარალალურად, “პიჯ”-ის ყველა გასამხედროებულმა ნაწილმა მობილიზაცია გამოაცხადა და ისრაელთან ბრძოლისთვის მზადყოფნის შესახებ განაცხადეს.

თუმცა, ისრაელის თავდაცვის მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ არსებული ესკალაცია მხოლოდ მაშინ შესაძლოა გადაიზარდოს ომში, თუ კი მასში “ჰამასი” ჩაერევა. ისრაელში ვარაუდობენ, რომ “ჰამასი” ახლა ვერ გაბედავს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას, რადგან ის, მათი გარდაუალი განადგურებით დასრულდება.

კიდევ ერთი, შესაძლო აქტორი, რომელიც შესაძლოა ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში, არის ლიბანური ჰეზბოლა, რომლის ხელმძღვანელობამაც უკვე დაგმო ისრაელის მიერ ღაზაში დაწყებული სამხედრო ოპერაცია. ამავდროულად, პალესტინური მედიის ინფორმაციით, “პიჯ”-ი აქტიურად ცდილობს დაითანხმოს “ჰეზბოლა” ჩაერთოს კონფლიქტში, თუმცა ამ ეტაპზე ჰეზბოლა ესკალაციაში პირდაპირ მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

ისრაელის მიერ წამოწყებული სამხედრო ოპერაცია დაგმეს თეირანში და დაიმუქრნენ, რომ შედეგები, რომელსაც ისრაელის მიერ დაწყებული საბრძოლო მოქმედებები მოიტანს, დამანგრეველი იქნება ისრაელისთვის.

მიუხედავად, მსხვილ-მსხვილი მუქარებისა, გასული 15 საათის განმავლობაში, პალესტინის ისლამური ჯიჰადის მებრძოლებმა, ღაზადან ისრაელის სამხრეთსა და ცენტრალური ნაწილის მიმართულებით მხოლოდ 160 რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან 130-მა შეაღწია ისრაელის საჰაერო სივრცეში, ხოლო მათი დიდი ნაწილი, რომელბიც ურბანული ზონების მიმართულებით მიემართებოდა, რკინის გუმბათების ეფექტური მუშაობის შედეგად განადგურებულ იქნა, დანარჩენი ნაწილი კი, უსაფრთხო ზონებში ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა, ოპერაციის ინტენსივობის მატებასთან ერთად, ისრაელის თავდაცვის ძალებს მოუწოდა, დამატებითი ყურადღება გაამახვილონ თავდაცვაზე – World Military.